პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

1.     პროექტის სახელწოდება: კომპიუტერის როლი თანამედროვე ეპოქაში

2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერული ტექნიკის განითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, მოიძებნიან სხვადასხვა ინფორმაციას აღნიშნული პრობლემის შესახებ, გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები

3.     პროექტის აქტუალობა: თანამედროვე სამყაროს ინტერნეტიზაციასთან ერთად სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება კითხვები - სასარგებლოა თუ არა ინოვაციური ტექნოლოგიები ახალგაზრდა თაობისათვის? რა ზეგავლენას ახდენს ინტერნეტი ახალგაზრდების გონებაზე? უფრო მეტად დადებითია თუ უარყოფითი მისი როლი? ეს კითხვები ხშირად ისმის, ამიტომ საჭიროა მოსწავლეები უფრო სიღრმისეულად გაეცნონ კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაოაბის დადებით და უარყოფით მხარეებს.

4.     პროექტის მიზანი:
მოსწავლეებს:
·         შეეძლებათ ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი მოპოვებული ინფორმაცია აუდიტორიას გადასცენ.
·         შეეძლებათ გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნა წარადგინონ აუდიტორიის წინაშე.
·         გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები;

5.     მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი

6.     ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე


7.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოძიებული მასალით შექმნიან საინფორმაციო ბროშურებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს, გამართავენ დისკუსიებს.

8.     პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ინტერნეტკავშირი, კომპიუტერები, პროექტორი, პრინტერი

9.     პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.     მომზადების ეტაპი
2.     პროექტის სცენარის გაცნობა 
3.     ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება
4.     დასკვნების გაკეთება და პარალელების გავლება კვლევის საფუძველზე
5.     მოსწავლეების პრეზენტაციების მომზადება
6.     ზეპირი პრეზენტაციების ჩატარება
7.     შეჯამება

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის

11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა გუჯაბიძე

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: t.gujabidze@gmail.com

13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://tgujabidze.blogspot.com/


No comments:

Post a Comment