Saturday, November 3, 2018

გაკვეთილის გეგმა „ფაილი და საქაღალდე“


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: თეა გუჯაბიძე
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: ფაილი და საქაღალდე
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ფაილისა და საქაღალდის ცნების გააზრებას, სხვადასხვა ტიპის ფაილის ამოცნობას, საქაღალდეებისა და ქვესაქაღალდეების შექმნას, ფაილების ორგანიზებას საქაღალდეებში.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ.)
1

საორგანიზაციო საკითხები


2 წთ.
2
A ფაზა (გამოწვევა)
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს უკვე შესწავლილი მასალის ირგვლივ:
1.      რა ჰქვია ჩვენს საგანს?
2.      რა არის ინფორმაცია?
3.      რა საშუალებებით შეიძლება ინფორმაციის მიღება?
4.      გარესამყაროდან მეტი ინფორმაციის მისაღებად ადამიანმა გამოიგონა სხვადასხვა ინსტრუმენტები, გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი
5.      რა არის კომპიუტერი?
6.      რა და რა სახის ინფორმაცია არსებობს?

წინარე ცოდნის გააქტიურება (გონებრივი იერიში)

ინდივიდუალური

8 წთ.
3
B ფაზა (შინაარსის რეალიზება)
როგორც ავღნიშნეთ კომპიუტერი არამხოლოდ ინფორმაციის მოსაძიებლად არამედ ამ ინფორმაციის შესანახადაც გამოიყენება. ინფორმაციას, რომელიც ჩაწერილია კომპიუტერის მეხსიერებაში და აქვს საკუთარი სახელი ფაილი ეწოდება. რადგან ინფორმაცია სხვადასხვა სახისაა, შესაბამისად ფაილებიც სხვადასხვა ტიპის იქნება. კომპიუტერში ათასობით ფაილის შენახვა შეიძლება: დოკუმენტები, სურათები, ფილმები, აუდიოფაილები. ამიტომ სასურველია ფაილები თავ-თავის შესაფერის საქაღალდეში ინახებოდეს. ეს აადვილებს საჭირო ინფორმაციის მოძებნას.
აქტიური ლექცია სლაიდშოუს გამოყენებით.
მთელი კლასი
პროექტორი
10 წთ.
4
დავახარისხოთ და დავაჯგუფოთ ფაილები შესაფერის საქაღალდეებში
საკლასო სამუშაო
წყვილებში მუშაობა
კომპიუტერი
5 წთ.
5
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს საქაღალდის შექმნას პროექტორის საშუალებით. და უხსნის, რომ ინფორმაციის კიდევ უფრო მარტივად მოსაძებნად შესაძლებელია საქაღალდის შიგნით სხვა საქაღალდის მოთავსებაც და ასეთ საქაღალდეს ქვესაქაღალდე ეწოდება.
სწავლა კეთებით
ინდივიდუალური
პროექტორი, კომპიუტერი
10 წთ.
6
მოსწავლეები ქმნიან საქაღალდეს და ქვესაქაღალდეებს
საკლასო სამუშაო
წყვილებში მუშაოაბა
პროექტორი, კომპიუტერი
5 წთ.
7
C ფაზა (გამთლიანება)
მასწავლებელი ახდენს დავალების  შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს. მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს
ინტერაქტიური კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
თვითშეფასების კითხვარი
5 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება

მოსწავლე:

  • ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.

შეფასება:

მოსწავლეთა შეფასება მოხდება განმავითარებელი შეფასებებით როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით, მოსწავლეები ასევე შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს. (დანართი 1)

(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)

ხელმოწერა: თეა გუჯაბიძე

თარიღი: 11.11.2018 წ.

ჩემს შესახებ



მე გახლავართ, თეა გუჯაბიძე, სსიპ ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, ასევე ისტი-ს მასწავლებელი.